დაანონსებული 2021-06-30 11:00

სემინარი თემაზე: „შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები“

სემინარი თემაზე: „შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები“

სემინარის მიზანია:

კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ ძირეული ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.

სემინარის სამიზნე ჯგუფი:

  • იურისტები;
  • HR სპეციალისტები;
  • კომპანიის ხელმძღვანელები;
  • მენეჯერები.

სემინარის შინაარსი:

  • შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
  • შრომითი ხელშეკრულების ცალკეული ელემენტები;
  • ნორმირებული სამუშაო დრო;
  • სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი;
  • უქმე დღეების რეგულირება;
  • შინაგანაწესის პირობების ცვლილება და შეტყობინების ვალდებულება;
  • დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში;
  • სამუშაო დროის აღრიცხვა;
  • განაცდური და კომპენსაცია;
  • შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.

ტრენერი:

ნიკოლოზ აბუთიძე - იურიდიული კომპანია JG Counselors-ის აღმასრულებელი დირექტორი, შრომის სამართლის ექსპერტი.

სემინარის ჩატარების დრო და ადგილი:

სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 30 ივნისს, 11:00 – 14:00 სთ- მდე, დისტაცნიურად Zoom-ის აპლიკაციაში.

სემინარზე რეგისტრაცია:

სარეგისტრაციო ფორმა

რეგისტრაციის გავლის შემდგომ გამოგეგზავნებათ ტრენინგზე დასწრების შესაბამისი ბმული.


შენიშვნა: სემინარზე დასწრება თავისუფალია და განკუთვნილია მხოლოდ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

დღის წესრიგი

რეგისტრაცია