პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგული მომსახურების კომპანიების წარმომადგენლებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:
· პირველადი გადაუდებელი დახმარების ჩატარება არასამედიცინო პერსონალის მიერ;
· სისხლდენების ტიპის შეფასება და მართვა;
· ტრავმების/მოტეხილობების მართვა და პროცედურები;
· გარემოს მავნე ფაქტორების დროს - მზის დაკვრა, მოყინვა, ელექტრო ტრავმა, გველის ნაკბენი, მტვერი და ა.შ. პირველადი გადაუდებელი დახმარების გაწევა;
· სასუნთქ გზებში უცხო სხეულის გადაცდენის შემთხვევაში პირველადი დახმარება;
· სხვა.
ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას მულაჟების გამოყენებით, ასევე შემთხვევების განხილვას, ფოტო და ვიდეო მასალას.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.