ტრენინგი თემაზე: „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი პრაქტიკული კურსი“
ტრენინგის მიზანია: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიმართულებით იმ პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რომელიც საჭიროა შრომის უსაფრთხოების სისტემის მართვისა და სრულფასოვანი დოკუმენტაციის შექმნისათვის.
ტრენინგის სამიზნე ჯგუფი: არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც გავლილი აქვთ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი და გააჩნიათ საბაზისო ცოდნა შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის, სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხების შესახებ.
ტრენინგის თემატიკა:
12 საათი – თეორიული სწავლება
- ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ
- რისკების შეფასების პროცესი სამუშაო ადგილზე;
- უბედური შემთხვევის მოკვლევა აღრიცხვა ანგარიშგება;
- სიმაღლეზე მუშაობა;
- შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაცია, დოკუმენტაციის სახეები და დანიშნულება:
- პოლიტიკა;
- შრომის უსაფრთხოების გეგმა;
- საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო გეგმები;
- ტრენინგების აღრიცხვა/დოკუმენტირება;
- ბრძანებები;
- მონიტორინგის/ინსპექტირების აქტები;
- აღჭურვილობის ინსპექტირების აქტები/ოქმები.
24 საათი – პრაქტიკული სწავლება
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტისა და შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
- რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენა
- საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო გეგმების შედგენა;
- უბედური შემთხვევის მოკვლევის დოკუმენტების შედგენა;
- ტრენინგის მატრიცის, განხორციელების გეგმისა და სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
- შრომის ინსპექციათან ურთიერთობა, მითითებების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტების შედგენა;
- სამუშაო პროცესში არაარსებითი, არსებითი კრიტიკული შეუსაბამობების დოკუმენტირება და მენეჯმენტისათვის ანაგრიშგება;
- აღჭურვლობისა და ინვენტარის შემოწმების აქტების შედგენა;
- კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობების ძირითადი პირობებისა და კრიტერიუმების შედგენა;
- განვლილი მასალების რეზიუმე / შეჯამება;
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- შეაფასონ ორგანიზაციაში არსებული მართვის სისტემის ეფექტიანობა და ნაკლოვანებები, შეიმუშავონ შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები;
- მოახდინონ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების სრულყოფილი სისტემის დანერგვა ყველა საჭირო კრიტერიუმის გათვალისწინებით;
- შეიმუშავონ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტაცია რომელიც მოიცავს:
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტისა და შრომის უსაფრთხოების გეგმის შედგენა;
- რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენა;
- საგანგებო სიტუაციებისა და სამაშველო გეგმების შედგენა;
- უბედური შემთხვევის მოკვლევისა და ანგარიშგების დოკუმენტის შედგენა;
- ტრენინგის მატრიცის, განხორციელების გეგმისა და სააღრიცხვო დოკუმენტების შედგენა;
- შრომის ინსპექციის, მითითებების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტირება;
- სამუშაო პროცესში არაარსებითი, არსებითი, კრიტიკული შეუსაბამობების დოკუმენტირება;
- აღჭურვლობისა და ინვენტარის შემოწმების აქტების შედგენა;
- კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობების ძირითადი პირობებისა და კრიტერიუმების შემუშავება და დოკუმენტირება;
სწავლების დროს გამოყენებული მეთოდები:
- გუნდური და ინდივიდუალური დავალებები;
- გამოცდილების გაზიარება ქეისებით;
- პრაქტიკული მაგალითები;
- დისკუსია;
- ინდივიდუალური მუშაობა;
- პრაქტიკული რჩევები.
ტრენერი:
თაჯირ მამედოვი – შრომის უსაფრთხოების სფეროში, 20 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ექსპერტი, კომპანია UNIX DEVELOPMENTIS შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, შრომის ინსპექციის დეპარტამენტის მიერ აკრედიტებული ტრენერი.
ტრენინგის ხანგრძლივობა: 36 საკონტაქტო საათი, კვირაში სამი დღე, ოთხშაბათი-ხუთშაბათი-პარასკევი, 18:00 სთ-დან – 21:00 სთ-მდე.
ტრენინგის დაწყების დრო და ადგილი:
18 იანვარი, 2023 – მის: ა. ბელიაშვილის 106 სართ. 3 (მიონის ბიზნეს ცენტრი)
ტრენინგის ღირებულება:
ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის – 600 ლარი
ასოციაციის არაწევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის – 800 ლარი
შენიშვნა – ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე – https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdJ6qg5sAsTrX6u6pMdL_reFvWcroMF4TcgCGr4s4Na995tmg/viewform