არადაანონსებული 2019-11-28 10:00

შრომის კანომდებლობა

შრომის კანომდებლობა

შრომის კანონმდებლობაში,ცვლილებების შემდეგ შრომითი ურთიერთობების რეგულირების ფარგლებში, ვადიანი კონტარქტების საკითხები ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობასა და პრაქტიკაში

ტრენინგის თემატიკა:

  • ზეპირი ხელშეკრულებების გამოყენების შესაძლებლობა და მისგან წარმოშობილი პრობლემა - შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-7 მუხლის შინაარსისას ხელშეკრულების შესაძლო  ბათილობის საკითხი;
  • განსაზღვრული ვადით ხელშეკრულების გაფორმების კონკრეტული შესაძლებლობები და ხელშეკრულებების წყვეტადობის საკითხი;
  • ვადიანი კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობები და მისი საკანონმდებლო გამონაკლისების საკითხი, მათ შორის რეორგანიზაციის ან თვალთმაქცური გარიგებების იდენტიფიცირების საკითხები;
  • ინდივიდუალური ხელშეკრულების, შინა განაწესისა და კოლექტიური შომითი ხელშეკრულების ურთიერთთავსებადობის საკითხები;
  • დასაქმებულებთან ერთდოულად რამდენიმე ხელშკრულების გაფორმების შესაძლებლობა და მისი შედეგები;
  • ხელშეკრულების არსებითი პირობების სავალდებულობა და მისი დამსაქმებლისათვის არსებული შემბოჭავი შინაარსი. (გამოსავლები და პრობლემები პრაქტიკაში);
  • 2013 წელს შრომის კოდექსში შესული ცვლილებების მომენტისათვის არსებული შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების ვადებთან მიმართებით საკანონმდებლო რეგულირება და მისგან წარმოშობილი საკთხები.
     

პროგრამის შინაარსი და მიზანი:

  1. საქართველოში მოქმედი კომპანიების მენეჯმენტისა და სხვა ნებისმიერი დაინტერესებული პირებისათვის შრომითი ურთიერთბების ხანგრძლივობის რეგულირებისას სადავო ნორმების განმარტება და პრაქტიკაში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტის გზების გამოძებნა;
  2. პრაქტიკული უნარებისა და კომპეტენციების გაძლიერება შრომითი ურთიერთობების ხანგრძლივობის საკითხების წარმოებისას;
  3. ეროვნულ დონეზე მხარეთა არსებული მიდგომები კანონმდებლობის კიდევ უფრო შეცვლის თაობაზე;
  4. მენეჯმენტის წარმომადგენელთა პრაქტიკული უნარების გამომუშავება და გაუმჯობესება კონკრეტული ტიპიური მაგალითების განხილივის შედეგად.
  5. ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის

 

სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

 

ტრენინგის ფორმატი:

სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.