არადაანონსებული
2021-06-30
11:00
სემინარი თემაზე: „შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები“
სემინარის მიზანია:
კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ ძირეული ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.
სემინარის სამიზნე ჯგუფი:
- იურისტები;
- HR სპეციალისტები;
- კომპანიის ხელმძღვანელები;
- მენეჯერები.
სემინარის შინაარსი:
- შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
- შრომითი ხელშეკრულების ცალკეული ელემენტები;
- ნორმირებული სამუშაო დრო;
- სრული და არასრული სამუშაო განაკვეთი;
- უქმე დღეების რეგულირება;
- შინაგანაწესის პირობების ცვლილება და შეტყობინების ვალდებულება;
- დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში;
- სამუშაო დროის აღრიცხვა;
- განაცდური და კომპენსაცია;
- შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და მისი ფარგლები.
ტრენერი:
ნიკოლოზ აბუთიძე - იურიდიული კომპანია JG Counselors-ის აღმასრულებელი დირექტორი, შრომის სამართლის ექსპერტი.
სემინარის ჩატარების დრო და ადგილი:
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 30 ივნისს, 11:00 – 14:00 სთ- მდე, დისტაცნიურად Zoom-ის აპლიკაციაში.
სემინარზე რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლის შემდგომ გამოგეგზავნებათ ტრენინგზე დასწრების შესაბამისი ბმული.
შენიშვნა: სემინარზე დასწრება თავისუფალია და განკუთვნილია მხოლოდ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.
Copyright © 2019 | Created By Integral.